Nov 29, 2013

WPF - 0 შესავალი


Windows Presentation Foundation არის ბიბლიოთეკა, რომლის საშუალებებითაც შესაძლებელია ჭკვიანი აპლიკაციის ინტერფეისის შექმნა. ვაპირებ, რომ დავფარო ძირითადი კონცეპტები და უკეთ წარმოვაჩინო WPF ის შესაძლებლობები.
ეს პოსტი იქნება უბრალოდ მისი მიმოხილვა. ამ ტუტორიალის საშუალებით შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ სხვადასხვა კონტროლი და მათი კატეგორიები, ასევე მათი მოთავსება პანელებში, ვიზუალური მხარის დამუშავება სტილების, რესურსებისა და template ების გამოყენებით. ასევე, ტრიგერები და მათი დინამიური ქცევა. ანიმაციები და ცოტაოდენი 3D.

პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ ეს ტექნოლოგია იყოფა ორ ნაწილად: დიზაინერისა და დეველოპერის მხარეთ, რაც უფრო კონკრეტულად იმას ნიშნავს, რომ დიზაინერის მხარე პირდაპირ ხვდება დეველოპერის ხელში და აქედან იწყება არც თუ ისე მარტივი სამუშაო. ასევე კარგად უნდა იცოდეთ რა არის eXtensible Application Markup Language.

WPF შეიცავს რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ ათასობით კლასს. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ ამ სახელ სივრცეებისთვის და მათში შემავალი კლასებისთვის.

გიორგი ჯამბაზიშვილი.

No comments:

Post a Comment